პენსიის ოდენობები 2006 წლის 1 იანვრიდან
1. ომის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს - 84 ლარი
2. ომის მესამე ჯგუფის ინვალიდებს და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს (70 წელს გადაცილებულებს) - 70 ლარი
3. ომის მონაწილეებს - 60 ლარი
4. ომის მონაწილეებთან გათანაბრებულებს - 45 ლარი
5. პოლიტრეპრესირებულებს - 50 ლარი
6. პოლიტრეპრესირებულთა შრომისუუნარო შვილებს,მშობლებს, ქვრივებს - 45 ლარი
7. ჩერნობილის ელექტროსადგურის ავარიის შედეგების ლიკვიდაციის მონაწილე ინვალიდებს - 45 ლარი
8. ჩერნობილის ელექტროსადგურის ავარიის შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს - 40 ლარი
9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვისდაღუპულთა ოჯახის წევრებს: შრომისუუნარო მშობლებს, შვილებს, ქვრივებს - 45 ლარი
10. 9 აპრილის ინვალიდებს, დაზარალებულებს - 40 ლარი
11. პირველი ჯგუფის ინვალიდებს, 18 წლამდე ინვალიდბავშვებს, რომლებიც სხვა პირის მუდმივ დახმარებას საჭიროებენ და უდედმამო ბავშვებს (თითოეულს) - 40 ლარი
12. პენსიის მიმღებ სხვა დანარჩენ პირებს, მათ შორის ასაკით პენსიონერებს (2006 წლის 1 სექტემბრიდან) - 38 ლარი
13. თბილისში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს თბილისის მერიის ინიციატივით, 2006 წლის 1 სექტემბრიდან, წელთა ნამსახურობის მიხედვით დაუწესდათ დანამატი შემდეგი ოდენობით:
5 წლამდე შრომით სტაჟზე - 2 ლარი
5-დან 15 წლამდე შრომით სტაჟზე - 4 ლარი
15-დან 25 წლამდე შრომით სტაჟზე - 7 ლარი
25 წლისა და მეტ შრომით სტაჟზე - 10 ლარი