საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მთავარი მიზანია სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და საქართველოს თითოეულ პენსიონერზე ზრუნვა.
ფონდი უზრუნველყოფს პენსიის დანიშვნა-გაცემას მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებს სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვის, დასაქმების, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სახელმწიფო პროგრამებს.
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს ფონდის რეგიონული და რაიონული ფილიალები, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროები.
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო.
ფონდი არის სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ასოციაციის (ISSA) და საპენსიო და სოციალური ფონდების საერთაშორისო ასოციაციის (АПСФ) წევრი ორგანიზაცია. |