საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა 15000 კომპლექტი რუსული წარმოების ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინა და 1000 კომპლექტი ანტირაბიული იმუნოგლობულინი შეიძინა. აღნიშნული ვაქცინის ოდენობა, დაახლოებით 2007 წლის 20 იანვრამდე იქნება საკმარისი. რუსული წარმოების პრეპარატი დღეიდან იმ კლინიკებში გადანაწილდება, რომლებსაც სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან ხელშეკრულება აქვს დადებული. პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შეუძლიათ მიაკითხონ შემდეგ კლინიკებს:
ანტირაბიული მომსახურება უფასოა და იგი ითვალისწინებს აღნიშნულ კლინიკებში პაციენტებისთვის ვაქცინისა და იმუნოგლობულინის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ხარჯზე გაკეთებას.
ზემოთაღნიშნულ კლინიკებში ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დღე-ღამის განმავლობაში აწარმოებენ ცოფის საწინააღმდეგო აცრებს.
აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ცოფის საწინააღმდეგო მომსახურებისთვის მისულ პაციენტებს უწევთ გარკვეული თანხის გადახდა. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით განვმარტავთ: ასე ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფისთვის საჭიროა ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის გაკეთებაც. საქმე იმაშია, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ასეთი მომსახურება ჯერჯერობით არ შედის და პაციენტმა თავად უნდა დააფინანსოს მხოლოდ ტეტანუსის საწინააღმდეგო დახმარება.
|